in

ანტონ პლესნოი: მუხლიც, რომ დამტვრეოდა, საქართველოსთვის მედალი უნდა ამეღო

ოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი, ანტონ პლესნოი (-96 კგ) წარსდგა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს დიდი მიღწევაა, რადგან პლესნოი ტრავმით ასპარეზობდა, რამაც აშკარად შეუშალა ხელი უკეთესი შედეგის დაფიქსირებაში. 24 წლის ძალოსანმა ტრავმის მიუხედავად, ორჭიდში 387 კგ დააფიქსირა.

პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მედლისთვის ყველაფრის გაკეთებას აპირებდა.

“დიდი მადლობა საქართველოს და ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა. მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმამ არ მომცა საშუალება ჩემი პოტენციალი მთლიანად გამომემჟღავნებინა, რადგან 5 დღის წინ წავიქეცი და ტრავმა მივიღე, მაგრამ ექიმების, გიორგი ჭინჭარაულისა და ზურა კახაბრიშვილის დახმარებით, შევძელი გამოსვლა და იმ კილოგრამების აწევა.

განსაკუთრებით პირველი მისვლის შემდეგ, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა ამეწია შტანგა, მაგრამ მედალი უნდა მომეპოვებინა საქართველოსთვის. სხვა საშუალებას არ მივცემდი ჩემს თავს, მუხლიც რომ დამხსხვრეოდა და უმძიმესი ტრავმა მიმეღო, მაინც უნდა ჩამომეტანა მედალი საქართველოსთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას და ჩვენს მწვრთნელებს კახიაშვილსა და ასანიძეს, რომლებიც მთელ სულს დებენ ჩემს საქმეში. ყველაფერს რაც შეუძლიათ, იმისთვის რომ ავწიო და მოვუტანო მედლები საქართველოს, შემდეგ ოლიმპიადაზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოქროს მედალი მოვუტანო საქართველოს”.-თქვა ანტონ პლესნოიმ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქაჯაიამ წმინდა გამარჯვებით დაიწყო

ქართველების ნაცვლად წასულმა ბრაზილიელბმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს