„ინტერ მაიამიში“ გადასულმა ლეო მესიმ უკვე ითამაშა ორი მატჩი და ორივეში ფურორი მოახდინა. „ატლანტასთან“ არგენტინელმა ორი გოლი გაიტანა. ამას მოედანთან ახლოს უყურებდა კამილა კაბელიო.
კამილა 26 წლისაა, წარმოშობით კუბიდანაა. ის ცნობილი გახდა 2012 წელს სატელევიზო შოუში The X Factor მონაწილეობით.
ლეოს ლოდინში მომღერალმა მოასწრო და კლუბის მფლობელ დევიდ ბექჰემთან ფოტო გადაიღო.
როდესაც მესი შეცვალეს, გოგონა მაშინვე გაემართა სათადარიგოთა სკამისკენ. ლეომ ის „საინტერესო გამოხედვით“ დაასაჩუქრა.
სწორედ ეს ფოტო გამოაჭენა მოგვიანებით კამილამ და ლეოს GOAT უწოდა.
ნეტა სახლში მისულს ლეოს რა საუბარი ჰქონდა…
GIPHY App Key not set. Please check settings