in

ანტიფეხბურთი: საფრანგეთი გოლს ვერ იტანს, მაგრამ ჩემპიონობისკენ მიდის

ევროპის ჩემპიონატის ¼ ფინალში ორი სუპერწყვილი დაჯდა. ერთი იყო კილიან მბაპეს და კრიშტიანო რონალდოს გუნდების შეხვედრა, რომელცი შოუს ნაცვლად უფრო წვალებად გადაიქცა. ანგარიში თავისთვად უკვე მეტყველებს ბევრ რამეზე, მაგრამ 0:0-იც შეიძლება ლამაზი და სახიფათო ეპიზოდებით იყოს დატვირთულია.

საფრანგეთის ვარსკვლაბურმა ნაკრებმა 5 მატჩი ჩაატარა ამ ევროზე და ჯერ თამაშიდან გოლი არ გაუტანია (ორჯერ 0:0, ორჯერ ავტოგოლი და ერთი პენალტი). მბაპეს და სხვების გადამკიდე საშინელი შედეგია.

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, პენალტების სერიაში დიეგო კოშტამ ვეღარ იყოჩაღა და 5-დან 5-ვე გაუშვა, რის გამოც „მამლები“ გზას განაგრძობენ.

ევრო 2024. 1/4 ფინალი

პორტუგალია – საფრანგეთი 0:0, პენ 3:5
5 ივლისი. ჰამბურგი. “ფოლკს პარკ შტადიონი”. 47 789 მაყურებელი
პენალტების სერია: 0:1 დემბელე, 1:1 რონალდო, 1:2 ფოფანა, 2:2 ბერნარდო სილვა, 2:3 კუნდე, 2:3 ჟოაო ფელიქსი (ძელი), 2:4 ბარკოლა, 3:4 ნუნუ მენდეში, 3:5 თ. ერნანდესი

პორტუგალია: დიოგო კოშტა, ჟოაო კანსელო (74. სემედუ), რუბენ დიაში, პეპე, ნუნუ მენდეში, პალინია (90+2. რუბენ ნევეში), ვიტინია (119. მატეუშ ნუნიეში), ბრუნო ფერნანდეში (74. კონსეისაო), ლეაო (106. ჟოაო ფელიქსი), ბერნარდო სილვა, რონალდო
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

საფრანგეთი: მენიანი, კუნდე, სალიბა, უპამეკანო, ტ. ერნანდესი, ჩუამენი, კანტე, კამავინგა (91. ფოფანა), გრიზმანი (67. დემბელე), კოლო მუანი (86. ტურამი), მბაპე (106. ბარკოლა)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გაფრთხილება: პალინია (79), სალიბა (84)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: უსმან დემბელე

საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო 6 მატჩში თამაშიდან ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო 60 წელიწადში.

საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1984 წელს შეხვდნენ. ფრანგებმა 3:2 მოიგეს (დამატებით დროში) და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ბოლოს ეს გუნდები ევრო-2016-ზე დაუპირისპირდნენ, პორტუგალიამ 1:0 მოიგო (ფინალში) და ჩემპიონობაც მოიპოვა.

საფრანგეთი ბოლო 5-დან მეოთხედ ითამაშებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში და ყველა დეშამის ხელში.

პორტუგალიას დიდ ტურნირებზე ზედიზედ სამი მატჩი გოლის გატანის გარეშე არ ჩაუმთავრებია. პირველად ეს ევრო 2024-ზე მოხდა.

დიდ ტურნირებზე დებიუტის (ევრო 2004) შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კრიშტიანო რონალდო უგოლოდ ტოვებს (რა თქმა უნდა, მხედველობაში არ არის მიღებული პენალტების სერიაში გატანილი გოლები) ამ რანგის შეჯიბრებას.

კრიშტიანო რონალდოს ევროპის პირველობებზე ყველაზე მეტი დარტყმა აქვს, თუმცა ამ ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია. მას ევროებზე 30 მატჩი, 14 გოლი და 10 პასი აქვს.

რონალდომ ევროზე 30-ე მატჩი ჩაატარა. ეს რეკორდია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანიის სევდა: ესპანეთი ნახევარფინალშია

ფრანგული კლუბები აყოვნებენ და შესაძლოა ამით ინგლისელებმა ისარგებლონ