ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის თავკაცი გახდა.
„მილანის“, „ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. მას ხმა 93 ადამიანმა მისცა, ერთმა თავი შეიკავა და ეს ერთი თავად შევჩენკო იყო. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
2004 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უკრაინული ფეხბურთის განვითარებისთვის 9 ნაბიჯი ჩამოთვალა: გამჭირვალობა, გაციფრულება, სპეციალისტების მომზადება, ნაკრებების განვითარება, კლუბებთან თანამშრომლობა, არბიტრაჟის რეფორმა, პოსტრავმული აღდგენა, ეფექტიანი მარკეტინგი, საერთაშორისო თანამშრომლობა.
მანამდე ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი პაველკო იყო, რომელიც ამჟამად საგამოძებო იზოლატორშია.
GIPHY App Key not set. Please check settings