უკრაინის ნაკრების კაპიტანი და ინგლისური “ვესტ ჰემის” 32 წლის თავდამსხმელი ანდრეი იარმოლენკო სოციალურ ქსელ instagram-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუს ფეხბურთელებს მიმართავს.
“მე სანკტ-პეტერბურგში დავიბადე, მაგრამ უკრაინაში გავიზარდე და თავს უკრაინელად მივიჩნევ. რუსეთში ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ და მათთან პირად საუბრები როცა მქონია, არაერთხელ უთქვამთ, რომ არ მოსწონთ რუსეთისა და მათი პრეზიდენტის აგრესიული პოლიტიკა. ჰოდა ბიჭებო, თქვენ დიდი გავლენა გაქვთ. ნუ სხედხართ ჩასვრილებით. უდანაშაულო ხალხი იხოცება აქ”, – თქვა იარმოლენკომ ვიდეოში.
ვიტალი მიკოლენკო ძიუბას: დარჩენილ ცხოვრებას მიწისქვეშ გაატარებ და ამით კმაყოფილი ვიქნები
GIPHY App Key not set. Please check settings