in ,

ანა წერეთელი: მჯერა ინტერის აკადემია ბევრისთვის ფანჯარა იქნება ევროპაში

უნიკალური შანსი მომავალ ფეხბურთელებს. საქართველოში საფეხბურთო კლუბ “ინტერის” საფეხბურთო აკადემია მოეწყობა. “ნიუ ვიჟენ სპორტ კლუბსა” და მილანური კლუბის ხელმძღვანელებს შეთანხმება მიღწეულია. “ინტერის” აკადემია დიღმის მასივში ბოხუას ქუჩაზე ყოფილი “ოლიმპიკის” ტერიტორიაზე მოეწყობა. ინტერის აკადემიის შესახებ, sport4me.ge თბილისში “ინტერის” აკადემიის დირექტორს ანა წერეთელს ესაუბრა.

რატომ ინტერის აკადემია?

პატარაობიდან იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, როდესაც თვალს ვადევნებდი იტალიურ ბავშვთა აკადემიებს, სურვილი მიჩნდებოდა მსგავსი საფეხბურთო სკოლები და აკადემიები ჩვენთანაც ყოფილიყო. რამოდენიმე ევროპულ გუნდთან გვქონდა მოლაპარაკება, ს.კ. ინტერი დაინტერესდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და 2-3 თვეში მოვაწერეთ ხელი პარტნიორობაზე. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს პროექტი დავიწყეთ და საქართველოში შემოვიყვანეთ ს.კ. ინტერი, გავხსენით სერია ა-ს ჩემპიონი გუნდის საფეხბურთო აკადემია. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ბავშვი გვყავს, სწორი ვარჯიშებით და სწორი განვითარებით ეს ბავშვები დიდ წარმატებას მიაღწევენ, ს.კ. ინტერის აკადემია კი, პირდაპირი ფანჯარა იქნება მათთვის ევროპაში.

აკადემიის სტრუქტურა და შანსი ევროპულ ფეხბურთში შესაბიჯებლად

აკადემიას უხელმძღვანელებს “ინტერის” აკადემიის მწვრთნელი, რომელიც იცხოვრებს თბილისში. ჩვენ შევარჩევთ ლიცენზიის მქონე ქართველ მწვრთნელებს, რომლებიც ინტერის მიერ შემუშავებული ვარჯიშებით, იტალიელი მთავარი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარებენ ვარჯიშებს. ბავშვები ჩვენს ვებ-გვერდზე შეძლებენ დარეგისტრირებას. რაც შეეხება საფასურს, შევეცდებით არცერთ ბავშვს არ დავწყვიტოთ გული, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები ყველა ასაკში განთავისუფლებული იქნებიან გადასახადისგან და მათ საფასურს სრულად აანაზღაურებს ჩვენი უნივერსიტეტი. წელიწადში მინიმუმ 10 მწვრთნელს და 20 პატარა ფეხბურთელს გავუშვებთ მილანში, სადაც ისინი გაივლიან როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მომზადებას.

ინფრასტრუქტურა

ინტერის აკადემია იქნება ბოხუას 13 ნომერში, ყოფილი ოლიმპიკის ბაზაზე, სადაც უკვე კეთილმოწყობილია ინფრასტრუქტურა. დიდ, სტანდარტულ სტადიონზე იგეგმება ჰიბრიდული საფარის დაგება. ს.კ. ინტერის აკადემიის ლიცენზია მოიცავს მთელ საქართველოს, სამომავლოდ ვგეგმავთ აკადემიის რეგიონებში გახსნას.

მიზნები

“ინტერის” აკადემია საქართველოში მეოცე ნომერია მსოფლიოს მასშტაბით. ეს პროექტი წარმატებული უნდა იყოს ჩვენთანაც, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. იტალიელებს დიდი გამოცდილება აქვთ და ჩვენც მათი რჩევებით და მითითებებით ვიმოქმედებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ აღზრდილი ბავშვები დიდ წარმატებებს მიაღწევენ და საქართველოს სახელს გაიტანენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატს ყოველ ორ წელიწადში ჩაატარებს: ფედერაციებს უკვე შეატყობინეს – რამდენს დაფრინავს მესი

ბექა საღინაძე top 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურში მოხვდა