საქართველოს ნაკრებისა და “ვილიარეალის” ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ამ ზაფხულს მის საუდის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ რამდენიმე არაბული კლუბი ჩვენებურის შეძენით იყო დაინტერესებული, თუმცა მიქაუტაძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ მას ეს არ აინტერესებდა.
მართალია, რომ საუდის არაბეთიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ამ წინადადებისთვის არც კი მომისმენია.
რომ მოგესმინა, ალბათ დაგაფიქრებდა, რადგან ძალიან ბევრ ფულს იხდიან…
არა მგონია, გასაგებია რომ ძალიან ბევრ ფულს იხდიან და ყველასთვის მომხიბვლელია იქ თამაში, ყველას თავის კარიერული მიმართულება აქვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებები და თუ ამას ვერ მივაღწევ, მერე ვნახოთ რა იქნება.
დღეს ბევრი ფეხბურთელია, რომლის მთავარი პრიორიტეტი ფულია, შენ კი როგორც გავიგე გინდა რომ სპორტულად ბევრს მიაღწიო, რაც შეიძლება მაღალ საფეხურებზე ახვიდე და ფიქრობ რომ ფული შემდეგ თავისით მოვა? ეს არის შენი სპორტული ფილოსოფია?
კი, ასეა. ჩემთვის მთავარია სპორტული მხრივ წარმატებას მივაღწიო. მთავარია, ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო და გოლები გავიტანო.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings