in

ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია: გამოვასწოროთ, რაც ვერ შევასრულეთ

ბრიუსელში გამართულ ერთა ლიგის წილისყრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც ესწრებოდა. მის გარდა ასევე იყვნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი, ზაზა ზამთარაძე და აკაკი ალადაშვილი ესწრებოდნენ.

ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა

ვილი სანიოლი:
„ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებული იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ“.

ალექსანდრე იაშვილი:
„გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ და ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ ბევრად წარმატებულად შეგვიძლია თამაში. რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში – ის გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა

რას შვრებიან ჩვენი გუნდები შეკრებაზე: სამგურალი ყოჩაღობს, იბერიამ ბოლოს მოიგო