ქუთაისის „ტორპედომ“ მძიმე ბრძოლა გადაიტანა კვიპროსზე, სადაც ნიქოზიას „ომონისთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ტორპედომ მინიმალურად წააგო და შანსი დაიტოვა
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა და მეკარე ოთო გოშაძემ, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გოლისგან, თამაშის მერე კომენტარი გააკეთეს.
დირკ შუსტერი:
„ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და იმ მომენტებში ნამდვილად შეიძლებოდა მეტი გოლი გაგვეშვა. ცოტა ვნერვიულობდით, ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. მეტოქეს დიდი სივრცე დავუთმეთ, ბურთი მივეცით და ველოდებოდით, როდის შემოგვიტევდნენ.
მეორე ტაიმში მომენტები შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. გვჯერა, რომ არაფერია გადაწყვეტილი. საპასუხო მატჩისთვის რამდენიმე ელემენტი უნდა გავაუმჯობესოთ. ქუთაისში განსხვავებულად თამაშს შევეცდებით, რადგან გოლები გვჭირდება.
დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ. საქართველოში სავსე სტადიონი გვჭირდება და ერთად შეგვიძლია, წარმატებისთვის ვიბრძოლოთ“.
ოთო გოშაძე:
„ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც მევალება და ჩემი თამაშით თუ გუნდს ვეხმარები, მხოლოდ მახარებს. რთული მატჩი გამოვიდა, თუმცა წინ ქუთაისში გასამართი თამაშია და ამიტომ, ჯერ დასრულებული არაფერია.
მადლობა საქართველოდან ჩამოსულ ქომაგებს მხარდაჭერისთვის. მჯერა, 31 ივლისს შინ სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ. ამ ეტაპის გადალახვა ერთად შეგვიძლია“.
GIPHY App Key not set. Please check settings