„ლივერპულმა“ პირველად მოიგო გასვლაზე და მე-8 ადგილზე ავიდა.
„ტოტენჰემმა“ ბოლო 4 ტურიდან 3-ში წააგო.
ანტონიო კონტე: „კლოპს მოეწონა „ტოტენჰემის“ თამაში? კარგია. მისი აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.
კლოპი: „უბრალოდ ამოვისუნთქე. როცა აგებს „ტოტენჰემი“ ყველაფერზე წამსვლელია“.
სალაჰმა ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიტანა. მას 9 გოლი აქვს ბოლო 8 თამაშში.
„მანჩესტერმა“ ბოლო 10 მატჩში პირველად წააგო.
„ასტონ ვილამ“ „მანჩესტერი“ დაამარცხა ემერის პირველ მატჩში. რემსიმ თავის კარშიც გაიტანა და მეტოქისაშიც.
ტენ ჰაგი: „შედეგი არ ტყუის, ფეხბურთში ყოველთვის დამსახურებულად მიიღებ. „მანჩესტერი“ არ ყოფილა კარგი“.
„ნიუკასლს“ ბოლო 7 მატჩში 6 მოგება აქვს და ,ხოლოდ ერთი მარცხი სეზონში. გუნდი მე-3-ზე მიდის.
გვარდიოლა: „პრემიერლიგა არ მოგვიგია, მაგრამ ხალხის სახეები სამუშაოს აზრს მატებენ“.
ჰოლანდმა სუარესის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
ჰოლანდი: „პენალტი ბოლო წუთზე – რატომღაც რომ არ ინერვიულო! ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ცხოვრებაში“.
ჰოლანდს 23 გოლი აქვს „სიტიში“ ჩატარებულ 17 მატჩში. 18 გოლი მოდის ჩემპიონატის 12 მატჩზე.
„არსენალს“ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს: გუნდმა 34 ქულა დააგროვა პირველ 13 მატჩში.
„არსენალს“ 13-დან 11 მატჩი აქვს მოგებული, საერთო ანგარიშით – 31:11.
„ჩელსიმ“ ბოლო 4 მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო – 2 წაგება და 2 ფრე.
რონალდო ამ სეზონში პირველად იყო „მანჩესტერის“ კაპიტანი. ის ზედიზედ მეოთხედ მოხვდა ძირითადში.
ტენ ჰაგი: „კრიშტიანო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ კმაყოფილები ვართ მისით. მან ლიდერის როლი უნდა აიღოს საკუთარ თავზე“.
მიკელ არტეტა: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ ძალიან სერიოზულ და მოტივირებულ მეტოქესთან“.
გრემ პოტერი: „არსენალი“ უკეთესი იყო და დაიმსახურა გამარჯვება“.
პრემიერლიგა – XV ტური
ვულვერჰემპტონი – ბრაიტონი 2:3
ნოტინჰემი – ბრენტფორდი 2:2
სიტი – ფულჰემი 2:1
ლიდსი – ბორნმუთი 4:3
ევერტონი – ლესტერი 0:2
ჩელსი – არსენალი 0:1
ასტონ ვილა – მანჩესტერი 3:1
საუთჰემპტონი – ნიუკასლი 1:4
ვესტ ჰემი – კრისტალ პალასი 1:2
ტოტენჰემი – ლივერპული 1:2
GIPHY App Key not set. Please check settings