in

ამიტომაც იმსახურებს ოქროს ბურთს… ილია თოფურიას ფავორიტი ჰყავს, ქართველზე კი ფილმი გადაიღეს და სექტემბერში გაუშვებენ

UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველ დანი კარვახალს უნდა მისცენ.

გავიხსენოთ, გასულ სეზონში კარვახალმა „რეალთან“ ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა.

„მან მოიგო ლიგა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გაიმარჯვა ევროზე. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი ტიტული მოიგო წელს, ამიტომაც იმსახურებს „ოქროს ბურთს“, – უთხრა თოფურიამ Marca-ს.

ამასობაში ილია თოფურიას შესახებ ესპანურმა კინოკომპანიებმა, Movistar+-მა და Filmax-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომლის პრემიერაც ესპანეთის კინოთეატრებში 19 სექტემბერს შედგება.

დოკუმენტური ფილმის სახელია „მატადორი“. ის მოგვითხრობს თოფურიას განვლილ გზაზე.

27 წლის ქართველ-ესპანელმა მებრძოლმა საჩემპიონო ბრძოლაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი 18 თებერვალს დაამარცხა და სავარაუდოდ ქამარს შემოდგომაზე დაიცავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის არ მოსწონს კვარაცხელია? კიდევ გააჩნია მოტივაცია, რომ ჯადოქრობები ჩაიდინოს… ნაპოლის ოსიმენის პრობლემა ექმნება

მარადონას მაისური აუქციონზე გააქვთ, რომლითაც ბელგიას მოუგო