in

ამის გამო გველესიანი განაწყენებული წავიდა…

საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატის ბოლო ტურში თავისი უკვე ყოფილი კლუბის “პერსოპოლისის” რიგებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგაც ირანული მედია მომხდარ ინციდენტზე წერს.

მოგეხსენებათ, “პერსოპოლისს” ცუდი სეზონი ქონდა, საბოლოოდ მე-3 ადგილზე გავიდა და აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვა. Sports Three წერს, რომ გველესიანი ბოლო საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივართა წინაშე დაჯილდოვებასა და 100-ნომრიანი მაისურის გადაცემას მოელოდა, თუმცა ეს არა მოედანზე, არამედ გასახდელში მოხდა, რამაც ქართველის განაწყენება გამოიწვია.

“პერსოპოლისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მოსტაფა ლაშგარიმ ეს ამბავი იმით ახსნა, რომ ფანები ისედაც განაწყენებულნი იყვნენ და მოედანზე ამ პროცედურას ვეღარ ჩაატარებდნენ.

“ბატონი გველესიანი მორალის და ტექნიკის განსახიერებაა. მან ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გოლები, მათ შორის, ჩემპიონობის მომტანი, გაიტანა და კარგი მოგონებები შეგვიქმნა.

ჩვენ მისი მადლიერი ვართ, მაგრამ პროცედურა არის ის რომ როდესაც ფეხბურთელი რეკორდს დაამყარებს, ჩვენ ვამზადებთ მაისურს და ვატარებთ ცერემონიას სავარჯიშო მოედანზე.

ეს მოხდა გველესიანის შემთხვევაშიც… ჩვენ მას 100-ნომრიანი მაისური მივეცით. გიორგის სურდა ეს ცერემონია სტადიონზე გამართულიყო ფანების წინაშე, მაგრამ შედეგის მერე ფანები გაწბილებულები იყვნენ და ეს ვერ გამოოვიდოდა, ამიტომ მაისური გასახდელში გადავეცით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რომ არა ფანების ამბავი, ამ პროცედურას მოედანზე ვგეგმავდით”, – ახსნა ლაშგარიმ.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის გველესიანი “პერსოპოლისში” გატარებული 3 სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია

საქართველო ხვალ მსოფლიოს იწყებს