in

ამერიკული მედია: ბითაძე იმედების გამართლებას იწყებს

ბოლო პერიოდში გოგა ბითაძე ათამაშდა და მიუხედავად იმისა, რომ ნეიტ ბიორკგრენი დიდ სათამაშო დროს არ აძლევს, მაგრამ ქართველი ცენტრი თავის შანსებს მაქსიმალურად იყენებს და გუნდისთვის სარგებელიც მოაქვს.

გოგას კარგი თამაში ამერიკულ მედიასაც არ გამოპარვია. ინდიანაპოლისის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ IndyStar მას სტატია მიუძღვნა სახელწოდებით – “გოგა ბითაძე, როგორდ დრაფტის პირველი ნომერი იმედების გამართლებას იწყებს”.

„სეზონში, სადაც „ინდიანასთვის“ ყველაფერი ცუდად მიმდინარეობს, დაწყებული ტი ჯეი უორენის ტრავმით, რომლის გამოც ის მთელ სეზონს გამოტოვებს, დამთავრებული კარის ლევერტის ოპერაციით, ერთ-ერთი ნათელი წერტილი გოგა ბითაძის მეორე წელია NBA-ში, რომელიც, როგორც დრაფტის პირველი ნომრის არჩევანი, იმედების გამართლებას იწყებს.

21 წლის ბითაძემ თავისი თავი იპოვა და ნეიტ ბიორკგრენისთვის როტაციის მოთამაშე გახდა. ფეხის ტრავმამ მას ორლანდოში ჩატარებული „ბაბლის“ დროს თამაშში ხელი შეუშალა და ამ სეზონის პირველი 12 მატჩის გამოტოვებაც მოუწია.

თავიდან ის არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, არ იცოდა როდის სად უნდა მდგარიყო და როგორ უნდა დაეყენებინა ბლოკი, მაგრამ ახლა ის ფიზიკურად „პეისერსის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა.

ბითაძე ჯერ არ არის საბოლოო პროდუქტი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ „პეისერსი“ არ შემცდარა, როცა 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩიეს. ის ფარქვეშ ტერნერზე უფრო ძლიერია და საბონისზე უფრო მობილური და ჩქარი.

იმ შემთხვევაში თუ ტერნერი ან საბონისი ოთხ პერსონალურს აიღებს, „პეისერსს“ შეუძლია აღარ ინერვიულოს.

საბონისმა ფეხის ტრავმის გამო შესაძლოა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს და დიდი ალბათობით, ბითაძეს უფრო მეტი შანსი ექნება“, – წერია გამოცემაში.

ვიდეო: ბითაძის 7 ქულა და წაგება მაიამისთან

ვიდეო: გოგა მარგი ქმედებით თავის გუნდში საუკეთესო იყო

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2020-ის ქალაქები მაყურებლისთვის მზად არიან: რას გადაწყვეტს უეფა

შეკამათება ქვილითაიასა და ქეცბაიას შორის: ქართველ სპეციალისტს კლუბში საქმეები აერია