როგორც უკვე მოგახსენეთ, “მილუოკი ბაქსის” რიგებში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. მამუკელაშვილმა წინასასეზონო ეტაპის შეხვედრაში “მემფისთან” 29 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა ჩააგდო. მატჩი, რომელიც ცრუ განგაშის გამო არ დასრულდა, მამუკელაშვილის გუნდმა 77:87 წააგო.
მამუკელაშვილის კარგი დებიუტი: 9 ქულა 29 წუთში – ცრუ განგაშის გამო მატჩი ვერ დასრულდა
სანდროს დებიუტს ამერიკულ მედიაში კარგი გამოხმაურება მოყვა. Sbnation-მა “მილუოკის” სამი კალათბურთელი დაასახელა, რომლებსაც წინასასეზონო ტურნეზე უნდა დააკვრიდნენ და მათ შორის პირველ ადგილზე “მამუ” დაასახელა.
“სანდრო მამუკელაშვილი “მილუოკი ბაქსმა” განვლილ დრაფტზე მხოლოდ 54-ე ნომრად აირჩია. მამუკელაშვილი საკმაოდ საინტერესო კალათბურთელია. მითუმეტეს, “მილუოკის” ცენტრის პოზიციაზე არცთუ დიდი სიღრმე აქვს. ბრუკ ლოპესის ფიზიკურ კონდიციებს არაფერი დაეწუნება, თუმცა, გუნდი 33 წლის ცენტრს დიდხანს მაინც ვერ დატვირთავს.
მამუკელაშვილი გუნდში ცენტრის პოზიციაზე მე-3 მოთამაშეა, თუმცა, სავარაუდოა, რომ გუნდში ბოლომდე ჯერაც არ იციან, მისი სახით ვინ დაიმატეს. ამ ფონზე პრესეზონი შეიძლება იქცეს იმ ფაქტორად, რაც სანდროსთვის წინსვლის გარანტი გახდება”, – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings