in

ამერიკული მედია:მატჩის 2 გადამწყვეტი მომენტი ბითაძემ შექმნა

გოგა ბითაძემ nba-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რაც შეუმჩნეველი არც ამერიკულ გამოცემებს დარჩენიათ. ნიუ იორკ ნიქსთან მოგებული (111:98) მატჩის მერე, Indystar-მა ის 5 ფაქტორი ჩამოთვალა, რამაც პეისერსს წარმატება მოუტანა. ხუთეულის ერთ-ერთი წარმომადგენელი სწორედ გოგა ბითაძეა. აი, რას წერს აღნიშნული ვებგვერდი.

“ბითაძე დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის შემდეგ გუნდში მე-3 მაღალია და არის მატჩები, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომა საერთოდ არ უწევს. თუმცა, როდესაც მოედანზე გადის, მუდმივად მზადყოფნაშია. შეიძლება ითქვას, რომ ნიქსთან გადამწყვეტი მეოთხედის 2 მთავარი მომენტი სწორედ მან შექმნა. მეოთხედის დასაწყისში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩააგდო და ანგარიში 83:75 გახდა, რამდემიმე წუთში კი ბურთი დერიკ როუზს მოჰპარა, მოედნის 3 მეოთხედი გაირბინა და ბურთი კალათში მოათავსა. იმ მომენტისთვის პეისერსის უპირატესობა ერთმნიშვნელოვანი არ იყო, ბითაძემ კი მასპინძლები 7 ქულით დააწინაურა”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან კორღალიძე საბურთალოში დაბრუნდა

ზივზივაძის ორი საგოლე პასი უნგრეთის თასზე: ბუდუს ფეჰერვარი მერვედფინალშია