ლიონელ მესის მაისურები MLS-ში ყველაზე ხშირად გაყიდვადია.
ამერიკული ლიგის მიერ მოწოდებული რეიტინგი ეფუძნება მის ოფიციალურ ვებსაიტზე 2025 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე პერიოდში განხორციელებულ გაყიდვებს.
სიაში მეორე ადგილს ლუის სუარესი იკავებს, რომელიც მესის მსგავსად, „ინტერ მაიამიში“ თამაშობს. მესამე ადგილზეა „ატლანტა იუნაიტედის“ ნახევარმცველი მიგელ ალმირონი.
მეოთხეზეა „სან დიეგოს“ თავდამსხმელი ირვინგ ლოსანო, ხოლო ხუთეულს „კოლამბუს კრიუს“ ნახევარმცველი დარლინგტონ ნაგბე ასრულებს.
„ლოს ანჯელეს გალაქსის“ მარკო როისი მე-15 ადგილზეა, ხოლო „ინტერ მაიამის“ სერხი ბუსკეტსი მე-16-ზე. ოლივიე ჟირუ (ლოს-ანჯელესი) მე-19 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings