in

ამას პირველად ვამბობ… მაისური კი არა, აბჯარი მაცვია: წნეხი არ გვინდა

საქართველოს ნაკრებისა და “ლეხის” ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა “რუსთავი 2-ზე” ლაშა დვალიშვილის გადაცემაში “ჩვენები” დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა.

როგორც 32 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის შემთხვევაში, ის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ფიქრობდა.

“ამას საჯაროდ პირველად ვამბობ, მხოლოდ ახლობლებმა პირად საუბრებში იცოდნენ… გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ საბერძნეთთან, რომ არ მოგვეგო, ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულებას ვფიქრობდი.

არა იმიტომ, რომ აღარ შემეძლო ნაკრებისთვის მეტი მიმეცა, ეს იყო ჩვენი თაობისთვის ბოლო შანსი, სადაც ფიზიკურადაც და მენტალურაც მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს წარმატება მოგვეტანა.

ჩემთვის ეროვნული ნაკრების მაისური მარტო მაისური არ არის. მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელსაც აბჯარი აცვია.

როდესაც შიგნით გაწერია “მე ვარ საქართველო” და მაისურზე დატანილი არის საქართველოს დროშა, სადაც ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიცაა, ეს ისეთი სიმბოლიკაა, რომელსაც მატჩის წინ უყურებ და რა გრძნობაც გეუფლება, ამას სიტყვიერად ვერ აღვწერ”, – თქვა კვეკვესკირმა.

TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია გახლდათ.

ქვილითაიამ კომენტარი პორტუგალიის ნაკრებთან თამაშზეც გააკეთა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები რობერტო მარტინესის გაწვრთნილ გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დაუპირისპირდება.

“პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ჩემი აზრით, გამორჩეული ფავორიტიც არის, ამას მათი გუნდიდან და ფეხბურთელებიდან გამომდინარე ვამბობ. საქართველოს ნაკრებს როდესაც წნეხი ნაკლებად აქვს, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პორტუგალიის ნაკრებთან წნეხი არ იქნება ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს პირველ ორ თამაშში და შეიძლება ყველაზე კარგი თამაში პორტუგალიასთან ჩავატაროთ“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებში უკვე 20 ფეხბურთელია: ყველა ცდილობს მეტი ივარჯიშოს – ფოტო

პსჟ-ს პრიორიტეტი ხვიჩაა და ბევრად დიდ ხელფასს სთავაზობს: კვარას პარიზული ამბები