ამათმა ლევანდოვსკიო: პოლონელმა მესის გაასწრო და წლის ფეხბურთელია
„ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ მეორედ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი The Guardian-ის ვერსიით.
რეიტინგში ასობით ფეხბურთელი შევიდა და ის 219 ექსპერტის გამოკითხვის შედეგად შედგა. მათ შორის 24 ყოფილი ფეხბურთელიცაა.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) – 8481 ქულა;
- ლიონელ მესი (პსჟ / „ბარსელონა) – 7830 ქულა;
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – 7589 ქულა;
- ქარიმ ბენზემა („რეალი“) – 7214 ქულა;
- ჟორჟინიო („ჩელსი“) – 6859 ქულა;
- კილიან მბაპე (პსჟ) – 6705 ქულა;
- ერლინგ ჰალანდი („ბორუსია“ დორტმუნდი) – 6696 ქულა;
- კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“ / „იუვენტუსი“) – 6277 ქულა;
- ნგოლო კანტე („ჩელსი“) – 6181 ქულა;
- კევინ დე ბრუინი („სიტი“) – 5965 ქულა.
GIPHY App Key not set. Please check settings