in

ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს

საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი თამაში აქვს ევრო 2024-ის ჯგუფში. თუმცა განვლილმა ორმა მატჩმა დაგვანახა, რომ ჩვენს გუნდს ტოლ-სწორად შეუძლია ბრძოლა დიდ ტურნირებზე და ფეხბურთელებმაც უდიდესი ემოცია და გამოცდილება მიიღეს. ამაზე საუბრობს ნაკრების გამორჩეული წევრი

ზურიკო დავითაშვილი:

„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის საოცნებოა და მათ შორის ჩემთვისაც. ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე გამოდიხარ შენი ქვეყნის სახელით და ჰიმნზე დგახარ. ერთ-ერთი გამორჩეული შეგრძნებაა საფეხბურთო კარიერაში.

სავსე ტრიბუნების წინ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე განსხვავებული გარემოა და ყველა დეტალი განსაკუთრებულია. გულშემატკივრების მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც მათი მხრიდან მოდის, ძალიან ბევრს გმატებს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ხალხი ბედნიერია ამ გუნდით… მზად ვართ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ

როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ… მამარდა გულშემატკივრების გახარებას ეცდება