საფეხბურთო კლუბმა “ალ ნასრიმ” ბოლო კვირაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ჯერ, საუდის არაბეთის სპორტის მინისტრმა, საჯაროდ მოუწოდა არაბულ კლუბებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებაზე ეზრუნათ, რასაც მეორე დღესვე პრესის აფეთქება და სენსაციური ინფორმაცია მოჰყვა: რონალდუმ “ალ ნასრისთან” 2.5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და 500 მილიონს გამოიმუშავებს.
გავიდა ხანი და რონალდუმ ყველაფერი უარყო, თუმცა ქომაგი მაინც ვერ წყნარდებოდა. გუშინ კი “ალ ნასრის” პრეზიდენტმა, “SSC SPORTS”-თან ინტერვიუში ამ საკითხზე ისაუბრა:
“რონალდუ? წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მესაუბრებით. არანაირი მოლაპარაკებები ჩვენსა და კრიშტიანუს შორის არ გამართულა.
მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ის ჩვენი ფეხბურთელი არ არის და მეტს აღარ ვისაუბრებ”.
GIPHY App Key not set. Please check settings