გუშინ, ბრაზილიამ სამხრე კორეა 4:1 წალეკა და ყველა აალაპარაკა. როი კინს საცეკვაო კონკურსი გაახსენდა, პელემ შემოთვალა, აღარაფერი მაწუხებს უკეთესად ვარო და ექიმებმაც დაადასტურეს, რომ ბრაზილიელის მდგომარეობა უკეთ გამოიუყურება.
ალისონმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 3 ურთულესი ბურთი მოიგერია და იყო კიდევ 1-2 ნაკლებ სახიფათო მცდელობაც. ცხადია, შემტევთა ბენეფისის შემდეგ ალისონი საყოველთაო განხილვის საგანი არ არის და ლოგიკურიცაა. მეკარის კომენტარი კი ასეთი იყო:
“ჩვენ გენიალური მოთამაშეები გვყავს. სათადარიგო სკამიდანაც გენიალური ფეხბურთელები შემოდიან. წარმოიდგინეთ, 70-ე წუთია და მოედანზე: ნეიმარი, ვინისიუსი და რაფინია არიან. ამდროს კი მწვრთნელს ანტონი და გაბი მარტინელი შემოჰყავს. მოწინააღმდეგე გუნდი კი გაოცებისგან კითხულობს: როგორ უნდა შევაჩეროთ ისინი?!”.
GIPHY App Key not set. Please check settings