in

ალისონი მიდისო: მამარდას ადგილი თავისუფლდება

fotomac წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ლივერპულის” რიგები შესაძლოა, გუნდის მეკარე ალისონ ბეკერმა დატოვოს. ამავე წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ახალ გუნდში მინიმუმ 25 მილიონი ევროს გასამრჯელოს მოითხოვს.

გამოცდილი კიპერის დამატების მზაობას “გალათასარაი” გამოთქვამდა, მაგრამ მისი მსუყე მადის გამო ამ ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადეს, თუმცა ბეკერს შესაძლოა, ეს სურვილი მაინც დაუკმაყოფილდეს.

ზემოთ აღნიშნული წყარო გვამცნობს იმასაც, რომ ალისონს საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა 30 მილიონი ევროს ხელფასი შესთავაზა და შესაძლოა, ამ ზაფხულს “ენფილდიდან” აიბარგოს.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს “ლივერპულს” “ვალენსიადან” საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა შეუერთდეს და ალისონის წასვლა მას ავტომატურად პირველ ნომრად აქცევს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენ თუ მე? ერთმანეთს შევხედეთ და დამითმო – მიქაუტაძემ ლაკაზეტს მადლობა პასით გადაუხადა

გოგლიჩიძემ და ემპოლიმ ნაპოლის ვერ გაუძლეს და წააგეს