საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩეხეთთან დამაჯერებელი 4:1-ით დაიწყო. მოიგო ჩვენმა მომდევნო მეტოქემაც – ალბანეთმა სტუმრად უკრაინა დაამარცხა 2:1.
თამაში პრაღაში გაიმართა და საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
ალბანელები მწვავედ თამაშობდნენ შეტევაში. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.
მეორე ტაიმი უკრაინის ნაკრების გოლით დაიწყო. ალბანელები არ დაიბნენ და გასატანად გაემართნენ. პირველი გოლი კუთხურის მოწოდების შემდეგ შეაგდეს.
მეორე კი ფლანგური შეტევისას მანაის კარგ პასს საჯარიმოში იასირ ასანი დახვდა და დაბალ კუთხეში ზუსტად გაუშვა.
ალბანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპონატზე ნაჩვენები შედეგისა და თამაშის არ იყოს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალიან სერიოზული მეტოქეა ყველასთვის.
უკრაინა – ალბანეთი 1:2
გოლები: 1:0 კონოპლია (49. მიკოლენკოს პასით), 1:1 ისმაილი (54), 1:2 ასანი (66. მანაის პასით)
უკრაინა: ტრუბინი, კონოპლია, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო, ბრაჟკო (81. მალინოვსკი), ციგანკოვი (81. ზინჩენკო), შაპარენკო (72. ვანატი), სუდაკოვი (72. იარმოლენკო), კაბაევი (72. პიხალიონოკი), იარემჩუკი
ალბანეთი: სტრაკოშა, ჰისაი, ისმაილი, კუმბულა, მიტაი, ასლანი, რამადანი, ლაჩი (72. ბერიშა), ბაირამი (77. ჰოჯა), ასანი, მანაი
ალბანეთის მთავარმა მწვრთნელამ სილვინიომ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
„ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბედნიერები ვართ. რთულია გაშვებული გოლის შემდეგ მოგება. კარგად ვთამაშობდით ტაქტიკურად და პოზიციურად. შთამბეჭდავი მატჩი ჩავატარეთ.
სულ ორი დღე გვაქვს მომდევნო მატჩამდე. ფეხბურთელების ფიზიკურ კონდინციებს შევამოწმებთ. შევხედავთ მომდევნი დუელისთვის რა ცვლილებებს გავაკეთებთ“, – განაცხადა სილვინიომ.
შეგახსენებთ, მეორე ტურის მატჩი ალბანეთსა და საქართელოს შორის 10 სექტემბერს, ტირანაში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings