in

ალახვერდოვი ნახევარფინალში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოთი დაასრულა

ბელგრადში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საჰილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ ბრინჯაოს მედალი ახევარფინალში გასვლით დაიმსახურა, რადგან კრივში ნახევარფინალი ავტომატურ მედალს ნიშნავს.

რაც შეეეხება ნახევარფინალურ ორთაბრძოლას, ალახვერდოვი ტაილანდელ იუარაჩაის დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსაჯების გადაწყვეტილებით პირველი რაუნდი ტაილანდელმა მინიმალური უპირატესობით მოიგო. 5 მსაჯიდან მხოლოდ ერთმა მიანიჭა ალახვერდოვს უპირატესობა. იგივე მოხდა მეორე რაუნდში. მესამე რაუნდში კი, 5-ვე მსაჯის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტაილანდელს დარჩა.

საჰილ ალახვერდოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდოელი და ყირგიზი მეტოქეები დაამარცხა.

გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა გურულმაც.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდულ მსოფლიოზე ხვალიდან ესტაფეტას თავისუფლები გადაიბარებენ

თორნიკე შენგელია: წარუმეტებელი სერია უფრო გვაძლიერებს – ჯერ ყველაფერი წინაა