კვირას, 12 სექტემბერს, ტოკიოში სუმოს მორიგი სუპერტურნირი აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელზეც ქართველი ექსოძეკიც ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი) იასპარეზებს.
დღეს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ტურნირის საწყისი დღეების ტორიკუმი (განრიგი) შეადგინა და ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქის ვინაობაც გაირკვა.
33 წლის ქართველი სუმოისტი აკი ბაშოს იაპონელი კოტოეკოთი დაიწყებს. კოტოეკო მომავალ ბაშოზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას სტატუსით გამოვა. ტოჩინოშინი მას 4-ჯერ არის შეხვედრილი, რომელთაგანაც სამი მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. მეორე დღეს კი, ტოჩის პირისპირ ენდო დადგება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი 9:8-ს იგებს.
აკი ბაშო 12-26 სექტემბერს არის დაგეგმილი და მას სუმოს მექად წოდებული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings