2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი დამაჯერებლად, ბონუსით მოიგო და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
რამდენიმე წუთის წინ, “რაგბი ევროპას” ოფიციალურმა გვერდმა ჯგუფური ეტაპის გამორჩეული მორაგბეები გამოაქვეყნა, რომელთაგანაც საუკეთესოს გულშემატკივარ აირჩევს. გამორჩეულ მორაგბეებს შორის “ბორჯღალოსნების” 2 მორაგბეა-დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე.
გულშემატკივარს ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ.
გეტყვით იმასაც, რომ “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში რუმინეთს დაპირისპირდება. მატჩი 5 თებერვალს 16:00-ზე ავჭალს სარაგბო სტადიონზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings