in

აკადემიამ იუნკერები მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსიც აიღო

დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დიდი 10-ის მეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა.

თბილისის “აკადემია” კიკეთის “იუნკერებს” დაუპირისპირდა და ბონუსქულით 28:7 დაამარცხა.

ლევან ობოლაძის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა და ეს მატჩის პირველ ნახევარსაც დაეტყო, მაგრამ მეორე ნახევარში აკადემიკოსებმა იგდეს სათამაშო უპირატესობა ხელთ და გასულ ტურში ლოკომოტივთან მარცხის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

აკადემიას რიგებში ლელოები-ილურიძემ,გოგლიძემ, მეუნარგიამ და ბერიკაშვილმა დადეს. სამი გარდასახვა მარგიანმა, ერთიც მოძღვრიშვილმა გაიტანა.

აკადემია მომდევნო მატჩს რაგბი პლატოზე ბოლნისის ყოჩების წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთის მისაღებად წესები იცვლება: ნახე როგორ იქნება

რუმინეთს ტაბლოზე მოვუგეთ, მაგრამ…