in

აი მესის მაგია: პსჟ-მ ფული იშოვა – საიდან და როგორ

პსჟ სეზონს სარეკორდო შემოსავლებით დაასრულებს – 700 მლნ ევრო. კლუბმა მილიონი მაისური გაყიდა, მათი 60% – მესის გვარითაა.

ამაზე L’Équipe წერს.

ეს რიცხვი 2018/19 წლების სეზონის შედეგებს აღემატება, როდესაც კლუბის შემოსავლებმა 637.3 მლნ ევრო შეადგინა.

პარიზელებს 11 ახალი სპონსორი გამოუჩნდათ მესის გადასვლის შემდეგ. საერთო შემოსავალი ამ მიმართულებით სავარაუდოდ 310 მლნ ევროს მიაღწევს.

ონლაინ-გაყიდვების პლატფორმა GOAT-თან გარიგება პარიზულ კლუბს 50 მლნ ევროს მოუტანს 3 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, თანამშრომლობა Qatar Airways-თან სეზონში 60-70 მლნ ევროს შემოსავალს ნიშნავს.

მატჩების ჩატარებიდან მიღებული შემოსავლებიც გაიზარდა – 93 მლნ ევროდან (2019.20) 132 მლნ ევრომდე (წელს). ელოდებიან, რომ ამ მხრივ მომდევნო სეზონში კიდევ იქნება მატება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები: მოსისხლე ლეგენდების ვერსიები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური სპონსორი ყავს