in

აივენგო რიკაძე მსოფლიო ჩემპიონია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამტრედიელი აივენგო რიკაძე (82 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში რიკაძემ შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეტშარტი დაამარცხა.შეგახსენებთ, რომ აივენგო ტურნირში გუშინ ჩაერთო და გზიდან ესტონელი რანეტ კალიოლა (3:0), ფინელი ოტო ემელი კეტონენი (9:0) და რუსი შამილ ოჟაევი (5:3) ჩამოიცილა.

ფრიდონ აბულაძე (60 კგ.) მე-3 ადგილისთვის უზბეკეთის წარმომადგენელ მუხამადკოდირ იუსუპოვს გაეჯიბრა და 3:3-ზე ბოლოს აღებული ქულების წყალობით მოიგო.

ამგვარად, ბერძენ-რომაელთა 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა 3 მედლით დაასრულა. წინა დღეს, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ლერი აბულაძემ (63 კგ.) მოახერხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე ჰალ სიტიში?

გოგა ბითაძის 8 ქულა 10 წუთში: ინდიანამ ნიქსი დაამარცხა