„აიაქსმა“ 10 წლის განმავლობაში უფრო მეტი აღსაზრდელი გაყიდა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა კლუბმა.
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) დაითვალა, რომ ამსტერდამელებმა 2014-დან 2023 წლამდე 36 ფეხბურთელი გაუშვეს, რომლებმაც 15-დან 21 წლამდე ასაკში მინიმუმ სამი სეზონი გაატარეს აკადემიაში. ამან „აიაქსს“ 376 მლნ ევრი მოუტანა.
ტოპ 15-ში მოხვდნენ:
- „აიაქსი“ – 36 ფეხბურთელი 376 მლნ ევროს ღირებულების.
- „ინტერი“ – 35 ფეხბურთელი, 134 მლნ.
- „რომა“ – 35 ფეხბურთელი, 131 მლნ.
- „ატალანტა“ – 34 ფეხბურთელი, 250 მლნ.
- „ლიონი“ – 32 ფეხბურთელი, 370 მლნ.
- „სპორტინგი“ – 31 ფეხბურთელი, 306 მლნ.
- „ბენფიკა“ – 30 ფეხბურთელი, 516 მლნ.
- „რივერ პლეიტი“ – 30 ფეხბურთელი, 223 მლნ.
- „რეალი“ – 28 ფეხბურთელი, 364 მლნ.
- „ჩელსი“ – 28 ფეხბურთელი, 347 მლნ.
- „ბარსელონა“ – 28 ფეხბურთელი, 189 მლნ.
- „სიტი“ – 27 ფეხბურთელი, 254 მლნ.
- „ფლამენგო“ – 27 ფეხბურთელი, 228 მლნ.
- პსჟ – 27 ფეხბურთელი, 212 მლნ.
- „მანჩესტერი“ – 27 ფეხბურთელი, 174 მლნ.
GIPHY App Key not set. Please check settings