in

აიაქსმა დინამოს იუბილე მიულოცა

თბილისის „დინამოს“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სტადიონზე „დინამოს“ ლეგენდები „აიაქსს“ დაუპირისპირდებიან.

მატჩის დაწყებამდე 1981 წლის ფინალის ტრიუმფატორები სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს თასების მფლობელთა თასს წარუდგენენ.

გულშემატკივრებს სალაროებში ბილეთის ყიდვა 17 ოქტომბრიდან შეეძლებათ.

„აიაქსმა“ კი „დინამოს“ იუბილე ოფიციალურად მიულოცა და წერილი მოსწერა:

ძვირფასო დინამო თბილისო,
აიაქსის დიდი ოჯახის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენი საკლუბო ისტორიის გამორჩეულ თარიღთან – დინამო თბილისის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი არა მხოლოდ კლუბის სპორტულ მიღწევებს აღნიშნავს, არამედ ასახავს მის კულტურულ გავლენას და უდიდეს მნიშვნელობას. დინამო თბილისის მდიდარი ისტორია, ერთგული გულშემატკივრები და სრულყოფილებისკენ დაუღალავი სწრაფვა, კლუბს წარმოაჩენს როგორც ეროვნული სიამაყის ნამდვილ სიმბოლოს.

აიაქსსა და დინამოს აერთიანებთ ტრადიცია – აღზარდონ გამორჩეული ფეხბურთელები და თავისი თამაშით შთააგონონ გულშემატკივართა სხვადასხვა თაობები. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს წვლილს ევროპულ ფეხბურთში და გვჯერა, რომ ჩვენს კლუბებს შორის მეგობრობა, განვითარება და წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება.
გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა. მომავალ საუკუნეს თქვენი კლუბისთვის კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები მოეტენოს.

პატივისცემით,
აიაქს ამსტერდამი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოკო კარგი იყო: 19 ქულა, მაგრამ წაგება დუბაისთან

თურქები ზურიკოსთვის ფულს არ ზოგავენ