in

აიაქსმა გულშემატკივარს მაისურის თხოვნა აუკრძალა

ძალზე უცნაური სიახლე ამსტერდამის „აიაქსის“ ბანაკში. ამიერიდან, გულშემატკივარს ეკრძალება სახლიდან იმ ბანერის მოტანა, რომელზეც ფეხბურთელისადმი მაისურის თხოვნაა გამოხატული.

მიზეზი? – ბოლო პერიოდში, სულ უფრო მოხშირდა მსგავსი თხოვნები (ძირითადად ბავშვებისაგან) და ცხადია, რომ მოთამაშეები ყველას ვერ შეუსრულებენ თხოვნას, შესაბამისად, მოთამაშეთა მიმართ კრიტიკა მატულობს, რომ ისინი ქედმაღლები არიან და გულშემატკივარს არ უსმენენ.

ასეთი პრობლემის თავიდან არიდების მიზნით კი ამსტერდამულმა კლუბმა თხოვნები საერთოდ აკრძალა. საინტერესოა, როგორი გამოხმაურება ექნება ამ ჟესტს და ვინ აუბამს მხარს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგაში ხალხს მსაჯების საუბარს მოასმენინებენ

ცინცაძე აფრიკის საუკეთესო გუნდში წავიდა: ესეც 26-ე