in

აიაქსის ფეხბურთელმა მესის რეკორდი მოხსნა

ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელმა დუშან ტადიჩმა პსჟ-ს ფორვარდის ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა. საუბარია ერთ კალენდარულ წელიწადში გაკეთებულ საგოლე გადაცემებზე.

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში ტადიჩმა 2021 წელს 37-ე ასისტი გააკეთა, ეს კი ერთით მეტია ლეოს 2011 წელს მიცემულ საგოლე პასებზე.

თუმცა შესაძლოა არგენტინელი ამით დიდად არც შეწუხდეს, თავადაც ხომ რეგულარულად ამხობს სხვის რეკორდებს. ამასწინ კი საერთოდ პელეს გადაასწრო კარიერის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით.

გარდა ამისა, მესიმ კრიშტიანო რონალდოს რეკორდიც გაიმეორა: ჩემპიონთა ლიგაზე იმდენივე გუნდს გაუტანა გოლი, რამდენიც პორტუგალიელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავმა ლომმა ისრაელში ბონუსით მოიგო და პლეი-ოფი გაინაღდა

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი: 17 ქულა 42 წუთში