in

ათასობით განრისხებული ფანი მესტალიასთან: მძლავრი პროტესტი ბოსის წინააღმდეგ, რომელიც ვალენსიას ძირავს

„ვალენსიას“ ფანები ცდილობენ კლუბის ხელმძღვანელობა მოაშორონ სინგაპურელი ბიზნესმენ პიტერ ლიმის თავკაცობით. ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩამდე (მორიგი წაგება 1:2) ათასობით გულშემატკივარმა მასშტაბური აქცია მოაწყო „მესტალიასთან“.

პროტესტანტებმა მოიმარჯვეს: „ლიმ, წადი სახლში“. ეს მიმართვა იყო უამრავ ბანერსა და პლაკატზე.

„პიტერ, ნაძირალა, წაეთრიე“. „ვალენსიას“ ფანები დიდი ხანია პროტესტს გამოთქვამენ – გუნდი უკვე გასავარდნ ზონაშია

ლიმი „ვალენსიას“ მფლობელი 2014 წელს გახდა. მას შემდეგ ევროთასების მონაწილე გუნდი აუტსაიდერად იქცა.

ახლა ქალაქში პიტერ ლიმზე საძულველი კაცი არ დადის. აი ყველაზე დასამახსოვრებელი აქციები მის წინააღმდეგ:

2021 წლის ივნისში გულშემატკივრებმა ლიმის ფოტო დაწვეს ცათამბრჯენზე.

პიტერზე ამან არ იმოქმედა, ფანები კი უფრო შორს წავიდნენ.

პროტესტი პირდაპირ სტადიონზე გაგრძელდა. „ელჩესთან“ თამაშის მე-19 წუთზე ქომაგებმა ყვითელი ფურცლები გაჩითეს: „პიტერ, სახლში მოუსვი“. ახლა თითქმის ყველა საშინაო მატჩზე ასე ხდება.

2021-ის დეკემბერში არასასურველი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი გამოვიდა.

გასული სეზონის ბოლო დღეს კი 10 ათასიანი მარში მოეწყო.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს დიდად არ ადარდებს – გულშემატკივრებთან კავშირი დიდი ხანია დარღვეულია, მფლობელის ქალიშვლი კიმ ლიმი კი ფანებს მოუწოდებს უბრალოდ მოკეტონ.

ლიმი თითქმის არ ყიდულობს მოთამაშეებს. ამით არის გამოწვეული მწვრთნელების კარუსელიც. ახლახან გატუზოც წავიდა

ზაფხულში „ვალენსიამ“ ლიდერები გაყიდა: გონსალო გედეში, კარლოს სოლერი, მაქსი გომესი. ზამთარში დაიმტვრა ნიკო გონსალესი. ჯენარო გატუზო ელოდა, რომ ვინმეს მოიყვანდნენ (შემადგენლობაში მარტო 4 ჯანმრთელი ნახევარმცველი დარჩა), მაგრამ არავინ გაუფორმებიათ.

თასიდან გავარდნის შემდეგ გატუზო ირწმუნებოდა, რომ გუნდს არ მიატოვებდა, მაგრამ მერე გადარჩენისთვის ბრძოლაში კონკურენტ „ვალიადოლიდთან“ წააგო. აეროპორტში გუნდს ულტრასები დახვდნენ, გატუზო პირადად გაესაუბრა და ნერვები ვერ მოთოკა ჟურნალისტზე, რომელიც საუბრის ჩაწერას შეეცადა.

გატუზო მალე გადადგა. ის მე-11 მწვრთნელია პიტერ ლიმის ხელში. მხოლოდ ორმა იმუშავა ერთ სეზონზე დიდხანს (ნუნუ და მარსელინო). მეორე იმიტომ გააგდეს, რომ ლიმის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა.

მიზეზი ისევ ტრანსფერები იყო. უფრო სწორედ, უტრანსფერობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეო ფულია: მესი შესაძლოა 10 000-იან ბანკნოტზე გამოსახონ

საქართველო ორ ამხანაგურს ითამაშებს: კი კარგია, მაგრამ… ვისთან