in

აზაროვმა სერბეთის თასიც მოიგო: დუბლი პირველ წელს

ირაკლი აზაროვი სერბეთის თასის გამარჯვებულია. მისი „ცრვენა ზვეზდა“ ფინალში „ჩუკარიჩკას“ შეხვდა და 2:1 მოუგო.

სასიხარულოა, რომ ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. 21-ე წუთზე ანგარიში „ჩუკარიჩკიმ“ გახსნა, მაგრამ მეორე ნახევარში უფრო ტიტულიანმა გუნდმა იმძლავრა და პეშიჩმა ორი გოლი გაიტანა.

„ცრვენა ზვეზდამ“ სერბეთის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო.
მანამდე კი ამ სახელიან გუნდს მოგებული აქვს იუგოსლავიის თასი (12-ჯერ), სერბეთისა და მონტენეგროს თასი (9-ჯერ).

შეგახსენებთ, „ცრვენა ზვეზდა“ წელს ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. შესაბამისად, გამოვიდა, რომ ახალ გუნდში თავის პირველ წელს ირაკლი აზაროვმა დუბლი შეასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოვიდა დრო… ტოჩინოშინი ყველას მადლობას უხდის

ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ასისტენტებში ყოფილა