in

აზაროვი მესამე ადგილზე გავიდა, გოგლიჩიძემ შანსი შეინარჩუნა – ლეგიონერები

უკრაინის ჩემპიონატის 29-ე ტურში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ „ინგულეცს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა (12 მატჩში 2 ასისტი).
გაირკვა, რომ „შახტარი“ მესამე ადგილზე გავა, რაც 1995/96-ის სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
შეგახსენებთ, ციოტა ხნის წინ „შახტარმა“ ქვეყნის თასი მოიგო.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა პოლონეთში ოთარ კაკაბაძემ, რომლის „კრაკოვიამ“ შინ „ლეგიას“ 3:1 აჯობა. ქართველმა მცველმა გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება (7.8 ქულა) მიიღო.

შვეიცარიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ქვეყნის ჩემპიონი „ბაზელი“ სტუმრად „იანგ ბოიზთან“ დამარცხდა – 2:6. სტუმართა რიგებში გაბრიელ სიგუამ 83-ე წუთზე შევიდა ითამაშა. „ბაზელი“ 1 ივნისს შვეიცარიის თასის ფინალში „ბიელს“ ეთამაშება და დუბლის შანსი აქვს.

კვიპროსის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა ლაშა დვალის აპოელ-მა, რომელიც ბოლო ტურში „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა. გიორგი ქვილითაიას „არისმა“ სტუმრად „აპოლონს“ 3:2 სძლია, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სერია A-ში 37-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა, სტუმრად „მონცას“ მოუგო – 3:1. ქართველი მცველი შესვენების შემდეგ შევიდა. შეფასებები: sofascore – 6.6, flashscore – 6.5, whoscored – 6.4.
„ემპოლი“ 31 ქულით გასავარდნ ზონაშია, მაგრამ ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს. 25 მაისს, ბოლო ტურში „ვერონას“ უმასპინძლებს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონობა გადაიდო: კიტეიშვილის შტურმმა წააგო, მაგრამ პირველობისთვის 1 ქულა სჭირდება

ჩაკვეტაძით ლესტერი და ვულვზი დაინტერესდნენ