ირაკლი აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო „შახტარისა” და „ბრესტის” შეხვედრაში, რომელიც უკრაინული გრანდის გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
ქართველი მცველი უკანაც კარგად თამაშობდა და შეტევაშიც ერთვებოდა. ჩვენიანის ანგარიშზე გამომუშავებული პენალტია.
აზაროვი შეტევაში ჩაერთო და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, რომელმაც მოცელა და დაინიშნა 11-მეტრიანი.
აზაროვის შეფასებები შესაბამისად მაღალია: შეფასებები: Flashscore – 7.6; Sofascore – 7.5; Whoscored – 7.7.
ჩვენთვის საინტერესო პსჟ-მა კი მეორე ტაიმში ორბურთიანი სხვაობა ამოუქაჩა „სიტის“ და ორი ბურთით იქით მოუგო.
მცირე პლეი-ოფში (9-24 ადგილები) მონაწილეობა გაინაღდეს: “არსენალმა”, “ასტონ ვილამ”, “ატალანტამ”, “ატლეტიკომ”, “ბაიერნმა”, “ბრესტმა”, “სელტიკმა”, “დორტმუნდმა”, “ფეიენოორდმა”, “ინტერმა”, “იუვენტუსმა”, “ლევერკუზენმა”, “ლილმა”, “მილანმა”, “მონაკომ” და “რეალმა”.
ოფიციალურად გავარდნენ: “ბოლონია”, “ცრვენა ზვეზდა”, “ჟირონა”, “ლაიპციგი”, “ზალცბურგი”, “სლოვანი”, “სპარტა”, “შტურმი”, “იანგ ბოიზი”.
ლაიპციგი – სპორტინგი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (19), 1:1 დიოკერეში (75), 2:1 პოულსენი (78)
შახტარი – ბრესტი 2:0
გოლები: 1:0 კევინი (18), 2:0 სუდაკოვი (37-პენ)
მილანი – ჟირონა 1:0
გოლი: 1:0 რაფაელ ლეაო (37)
რაფაელ ლეაუმ (“მილანი”) ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 მატჩში გაიტანა გოლი. აქამდე, “მილანის” ბოლო ფეხბურთელი, ვინც უკეთეს შედეგს მიაღწია, იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 2011/12 წლების სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 მატჩში გამოიჩინა თავი.
არსენალი – დინამო ზაგრები 3:0
გოლები: 1:0 რაისი (2), 2:0 ჰავერტცი (67), 3:0 ედეგორი (90+2)
დეკლან რაისმა (“არსენალი”) საწყის ორ წუთში გახსნა ანგარიში ზაგრების “დინამოსთან” მატჩში, რაც “მეთოფეების” ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაში იაია სანოგოს შემდეგ (2014 წელს, “დორტმუნდის” კარში).
სელტიკი – იანგ ბოიზი 1:0
გოლი: 1:0 ბენიტო (86-საკ. კარში)
ფეიენოორდი – ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 ხიმენესი (21), 2:0 ხიმენესი (45+9-პენ), 3:0 უედა (89)
პსჟ – მანჩესტერ სიტი 4:2
გოლები: 0:1 გრილიში (50), 0:2 ჰოლანდი (53), 1:2 დემბელე (56), 2:2 ბარკოლა (61), 3:2 რუბენ ნევეში (78), 4:2 გონსალო რამუში (90+6)
ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 115 მატჩიდან, როცა “მანჩესტერ სიტიმ”, ყველა ტურნირის ჩათვლით, ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, მარცხი განიცადა.
პსჟ-სთან მარცხი იყო მე-9 შემთხვევა, როცა “მანჩესტერ სიტიმ” ვერ მოიგო მატჩი, რომელსაც იგებდა. 2024/25 წლების სეზონში ეს ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერ ლიგის კლუბებს შორის.
რეალი – ზალცბურგი 5:1
გოლები: 1:0 როდრიგო (23), 2:0 როდრიგო (34), 3:0 მბაპე (48), 4:0 ვინისიუსი (55), 5:0 ვინისიუსი (77), 5:1 ბიდსტრუპი (85)
ჯუდ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგის 24 გოლში იყო მონაწილეობდა (11+13), რაც იმდენივეა, რამდენიც ლიონელ მესიმ 21-წლამდე (17 გოლი, 7 საგოლე პასი) მოახერხა. მხოლოდ კილიან მბაპემ (37) და ერლინგ ჰალანდმა (26) მიაღწიეს უკეთეს მაჩვენებლებს 22-წლამდე.
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 75 გოლში მიიღო მონაწილეობა (51+24), რითაც ფრანგ ფეხბურთელებს შორის ტიერი ანრის გაუთანაბრდა.
ვინისიუს ჟუნიორმა “რეალის” შემადგენლობაში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 100 გოლი გაიტანა და გახდა მეორე ბრაზილიელი, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია რონალდო ნაზარიოს შემდეგ (104).
სპარტა – ინტერი 0:1
გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (12)
ლაუტარო მარტინესმა თავისი მე-14 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში და გაუთანაბრდა ადრიანოს, როგორც “ინტერის” საუკეთესო ბომბარდირი ამ ტურნირზე.
GIPHY App Key not set. Please check settings