in

ავთანდილ ასათიანი: ჯგუფიდან პირველი ადგილით უნდა გავიდეთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ავსტრიის 6:4 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და გუნდის წევრმა ირაკლი თოდუამ გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი: „მთავარი მიზანი შევასრულეთ და ცხრა ქულა გვაქვს, რაც 99 პროცენტით ელიტ-რაუნდის საგზურს გვაძლევს. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. თამაშამდე არაერთხელ ვთქვი, რომ მოწინააღმდეგის დაფასება აუცილებელია და სატურნირო ცხრილმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ გავიმარჯვეთ, 9 ქულა ცოტა თავისუფლების საშუალებას გვაძლევს. ბოლო ტურში გადაწყდება პირველი ადგილის ბედი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად პირველი

ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან.

მინდა აღვნიშნო ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა. არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი დაგვიჭერდა მხარს. დარწმუნებული ვარ, მათ გარეშე ამ თამაშს ვერ შემოვატრიალებდით. დიდი მადლობა ჩემი და ბიჭების სახელით. ერთად უნდა მოვიგოთ, რადგან გულშემატკივრების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“.

ირაკლი თოდუა: „რთული თამაში გამოდგა. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენჯერმე წინ იყვნენ, მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება და სასურველი შედეგის დაფიქსირება. მთავარია, რომ პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ და შემდეგ ეტაპზე, ფაქტობრივად, გავედით, თუმცა მარტში დაგვრჩა ბელგიასთან გასვლითი შეხვედრა და ვეცდებით, რომ პირველი ადგილით გავიდეთ, რადგან შემდეგ ეტაპზე აუცილებელი იქნება, რომ მაღალ კალათში ვიყოთ განთესილი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგამ და სანდრომ 6-6 წუთი ითამაშეს

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა!