მუნდიალის დაწყებამდე სულ ცოტაა დარჩენილი და ადიდასმა სამუნდიალო ფორმების გამომზეურება დაიწყო.

ამჯერად საქმეში მეკარეების ფორმა ჩაერთო და ის 90-იანების ნოსტალგიით იქნება გაჯერებული. ვინ გახსენდებათ ამ ეპოქის კიპერებიდან? ვარიანტები ბევრია, ზოგს კანი, ზოგს იკერი, ზოგსაც სიმენი გაახსენდება, მაგრამ ფაქტია, რომ მუნდიალზე ბევრი საინტერესო რამ გველის.
