in

აგუერო თვალზე ცრემლმომდგარი წავიდა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ პრესკონფერენცია გამართა და გამოაცხადა, რომ პროფესიულ კარიერას ასრულებს.

33 წლის ფეხბურთელი 30 ოქტომბერს, „ალავესთან“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში ცუდად გახდა. არგენტინელი პირველ ტაიმში შეცვალეს ტაქიკარდიის გამო. სამედიცინო კვლევებმა ფეხბურთელს გულის არითმია დაუდგინა.

აგუერო კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს მივიდა. მანამდე ფორვარდი „სიტიში“, „ატლეტიკოსა“ და „ინდეპენდიენტეში“ გამოდიოდა.

სერხიო აგუერო თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ბომბარდირია. ის „სიტის“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი მიიჩნევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ბაიერნის რეკორდია, ეს ბორუსიას რეკორდია: გოლეადორები ვერ ისვენებენ – XVI ტური

მესის გოლები რეალს