in

აბურჯანია თურქეთში მიდის, ლობჟანიძესთან

პორტუგალიური “ჟილ ვისენტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გუნდს ტოვებს და თურქულ „ჰათაისფორში“ გადადის. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს პორტუგალიური პრესა.

28 წლის აბურჯანიას, 2-წლიანი სეზონის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება.
„ჟილ ვისენტეში“ აბურჯანიამ 63 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, „ჰათაისფორს“ ეკუთვნის საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე, რომელიც იჯარით „ქარაგიუმრუქში“ თამაშობს.

აბურჯანიას გადაბირება კიდევ ერთ თურქულ გუნდს, „ალანიასფორს“ სურდა, მაგრამ ჩვენიანმა არჩევანი „ჰათაიზე“ შეაჩერა.

საუბარია 2+1 სისტემით კონტრაქტზე. ჯერ ქართველი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, თურქეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ „ჰათაისპორმა“ დროებით შეაჩერა საქმიანობა, მაგრამ ფედერაციამ მომდევნო სეზონისთვის გუნდს სუპერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილის ბორდომ წააგო და მეორე ადგილს დაემშვიდობა: დარჩა თუ არა შანსი

დღეს საქართველოს ნაკრები დაიბადა: დამოუკიდებელმა საქართველომ პირველი მატჩი 27 მაისს ითამაშა