in

აბუაშვილით ბრისტოლი და სამი ესპანური კლუბი დაინტერესდა

გიორგი აბუაშვილის დამატებას არა მხოლოდ ფრანგული „გენგამი“ და „სენტ-ეტიენი“ ცდილობენ, არამედ ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარი „ბრისტოლ სიტი“, აგრეთვე ესპანური „ესპანიოლი“, „ხეტაფე“ და „ელჩე“,— ინფორმაციას TEAMtalk-ი ავრცელებს.

„ფოთის „კოლხეთში“ მოთამაშე 22 წლის მარცხენა გარემარბით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება. აბუაშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და მისმა თამაშმა ესპანეთის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ინგლისის კლუბების სერიოზული ინტერესი გამოიწვია.

ფეხბურთელმა, რომელიც ძირითადად მარცხენა ფლანგზე მოქმედებს, „კოლხეთის“ შემადგენლობაში 55 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის უკვე წარმოადგენს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს, სადაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მისი მიზანი ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა.

TEAMtalk-მა შეიტყო, რომ ერთ-ერთი პირველი კლუბი, რომელიც აბუაშვილით დაინტერესდა და კონტაქტი დაამყარა, სწორედ „ბრისტოლ სიტი“ იყო. ჩემპიონშიფის კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელსა და მის გარემოცვას ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეხვდნენ და ზეპირ შეთანხმებასაც მიაღწიეს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ინგლისური კლუბი კვლავაც აქტიურად აკვირდება სიტუაციას.

გერჰარდ შტრუბერის გუნდთან მოლაპარაკებების გაჭიანურებამ გზა გაუხსნა სხვა კლუბებსაც. TEAMtalk-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში კონკრეტული დაინტერესება „ესპანიოლის“, „ხეტაფეს“ და „ელჩეს“ მხრიდან დაფიქსირდა.

აბუაშვილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, მისთვის მნიშვნელოვანია კლუბის სწორად შერჩევა. მიმდინარე ზაფხული გადამწყვეტი იქნება“, – წერს გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლია

დღეს კვარას მსოფლიოს ფინალი აქვს