in

აბა ნიდერლანდები რას შეგვწვდება: საქართველომ ისევ ბონუსით მოიგო

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდა და გაჭირვების გარეშე მოუგო – 61:12.
ჩვენებმა 9 ლელო დადეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიასთან 54:3 მოგებული მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად განხორციელდა, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად შვიდი ცვლილება მოხდა.

ბუნებრივია უპირატესობას ბორჯღალოსნები ფლობდნენ, პირველი ტაიმი 28:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ ანგარიში კიდევ გაზარდეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს ბონუს ქულით.

ნიდერლანდები – საქართველო 12:61

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

ლელო: აფრასიძე (2), ივანიშვილი, მატკავა (2), მსტოიანი, ჭუმბაძე, მეტრეველი, შველიძე
გარდასახვა: მატკავა (8)

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 21 თებერვალს, შინ ესპანეთთან ჩაატარებს (ავჭალაში, 16:00 საათზე).
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილის საგოლე პასი დაბადების დღისთვის, მამარდა თასზეც არ დააყენეს – ლეგიონერები

ნინო წიკლაური 49-ე ადგილზე გავიდა: მეორე დაშვება უკეთესი იყო