in

აბა, თქვენ იცით: საქართველო აპირებს მაღლა იყუროს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023 დიდებულად დაიწყო: დაამარცხა ვიცე-ჩემპიონი და ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია 2:0. მეორე ტურიდან ჩვენს გუნდს სრულფასოვნად შეუერთდებიან ეროვნული ნაკრების წევრები, როდესაც ასევე ძალიან ძლიერ ბელგიას შევხვდებით. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბიჭებს სწორედ მომდევნო მატჩებისთვის კონცენტრაციას თხოვს.
რამაზ სვანაძემ გასახდელში ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და მოუწოდა, რომ მხოლოდ წარმატებაზე იფიქრონ.

„ძალიან დიდ გუნდს მოვუგეთ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა – როდესაც ერთად ვართ, გუნდი ვართ, ასეთი ერთიანობა და სიყვარული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ ეს დასაწყისია. ჩვენგან უფრო მეტს ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშზე სტადიონი გაივსება.
თუ მაღლა არ იყურები, სულ დაბლა დარჩები. ვზეიმობთ, მაგრამ უკვე ბელგიაზე ვფიქრობთ. აბა, თქვენ იცით“.

გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და სურვილი: რამაზ სვანაძე ამ მოგებით არ იცხოვრებს

პირველივე შეხვედრაში მოასწრო თამაში ეროვნულიდან ჩამოსულმა გიორგი გოჩოლეიშვილმა:
„პირველი მატჩი, რა თქმა უნდა, დაძაბული იყო. კარგი თამაში გამოვიდა, გუნდმა იბრძოლა და შედეგიც მივიღეთ. მადლობა ბიჭებს, ვინც ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და ასევე ქომაგებს, რომლებმაც ასეთი კარგი გარემო შექმნეს.
გადაღლილი ვიყავი, მაგრამ როდესაც ნაკრების მაისურით თამაშობ, დაღლილობა მეორეხარისხოვანია“.

მწვრთნელმა ასევე ათამაშა ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა:
„რთული თამაში იყო, მით უმეტეს, შოტლანდიასთან მატჩის მერე. დაღლილები ვიყავით, გვიან ჩამოვედით, მაგრამ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც გვინდოდა, ტრავმის გარეშე და, რაც მთავარია, გამარჯვებით.
პირველ რიგში, დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩში, ბელგიასთან, „დინამო არენა“ გაივსება და მთელი საქართველო გვიქომაგებს, ეს ბიჭებისთვის დიდი სტიმული იქნება“.

საქართველოს ნაკრები ბელგიას შაბათს, 24 ივნისს, ეთამაშება. მატჩი ისევ „დინამო არენაზეა“ და კვლავ 20:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდული ევროს 20 მთავარი ვარსკვლავი: ლივერპულის, ჩელსის, არსენალის, მილანის, ბაიერნის ფეხბურთელები – ხვიჩას გარეშეც ტოპია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდული ევროს 20 მთავარი ვარსკვლავი: ლივერპულის, ჩელსის, არსენალის, მილანის, ბაიერნის ფეხბურთელები – ხვიჩას გარეშეც ტოპია

ევრო 2023: იტალიას წააგებინეს, გერმანიას პენალტის დარტყმა დაავიწყა