რომელუ ლუკაკუ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა ყველა ტრანსფერის ჯამში, რომელიც 341 მილიონი ევროს შეადგენს.
„ჩელსის“ ბელგიელმა ახალწვეულმა ამ პარამეტრით გადაასწრო ნეიმარს (329 მლნ ევრო – 2 ტრანსფერი) და კრიშტიანო რონალდოს (244 მლნ ევრო – 3 ტრანსფერი).
აი სხვებიც:
ალვარო მორატა – 6 ტრანსფერი – 189 მლნ ევრო
ანხელ დი მარია – 4 ტრანსფერი – 179 მლნ ევრო
ანტუან გრიზმანი -2 ტრანსფერი – 174 მლნ ევრო
უსმან დემბელე – 2 ტრანსფერი – 170 მლნ ევრო
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 7 ტრანსფერი – 169 მლნ ევრო
„ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა 28 წლის ბელგიელის დაბრუნება 115 მლნ ევროს სანაცვლოდ. კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.
ლუკაკუ ლონდონში 2011-14 წლებში თამაშობდა, მაგრამ მხოლოდ 15 მატჩი ითამაშა (არცერთი გოლი). იმ წლებში ორჯერ წავიდა იჯარით, „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ევერტონში“.
GIPHY App Key not set. Please check settings