ლეო მესი ვალდებულია კატალონიური ისწავლოს „ბარსელონასთან“ გაფორმებული კონტრაქტის თანახმად.
ასე რომ, ყბადაღებულ 555 მლნ ევროში მარტო ხარისხიანი ფეხბურთის თამაში არ შედის.
კონტრაქტის, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მესის კონტრაქტმა გაჟონა: ნახევარ მილიარდზე მეტი და მილიონობით ბონუსები
ისევ El Mundo წერს, რომ 4 წლის განმავლობაში მესიმ კატალონიური ენა უნდა ისწავლოს და ამით ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლოს. თუმცა, ლეოს საჯაროდ არასოდეს უსაუბრია დიალექტზე, ამიტომ უცნობია, შეასრულა თუ არა კაპიტანმა კონტრაქტის ეს პუნქტი.
მესი და მისი ოჯახი ფრანგულს სწავლობენ: რატომ თუ ინგლისში მიდის ან ესპანეთში რჩება?
მოგეხსენებათ, ფეხბურთის ისტორიაში უმსხვილესი კონტრაქტის თანახმად, მესიმ 4 წელიწადში 555 მლნ ევრო უნდა აიღოს, ხოლო კონტრაქტი ძალაში 2021 წლის 30 ივნისამდე (2017 წლის ნოემბრიდან).
ბარსას მესის ვალი აქვს, მაგრამ მილიონებს კიდევ იქით ჰპირდება
ცნობილია, რომ ლეოს “ბარსელონადან” წასვლა სურდა, მაგრამ რის ვაი-ვაგლახით ამ სეზონში დარჩენაზე დაითანხმეს.
სად წავა მესი: ბუქმეკერები ფსონებს ჩამოდიან
GIPHY App Key not set. Please check settings