in

ჰალი კვლავ დაუმარცხებელია!

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩების პარალელურად, ცხადია, ჩემპიონშიფის ტური გახურდა და იმ ხალხს სულ არ აინტერესებს რა ხდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო პირველობაზე, რადგან ჩემპიონშიფში 46 მატჩია მოსასწრები…

მოკლედ, გუშინ შოთა არველაძის მიერ მოთვინიერებული ვეფხვები ვენსან კომპანის „ბარნლის“ შეხვდნენ და „ტარფ მურზე“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. დასანანია იმ მხრივ, რომ ოზან ტუფანის გოლით „ჰალი“ იგებდა, თუმცა ჯეი როდრიგესმა მალევე გაათანაბრა.

სამაგიეროდ, 4 ტურის თავზე „ჰალს“ 8 ქულა აქვს და მე-2 საფეხურზეა. თან, გუნდმა „ნორვიჩისა“ და „ბარნლის“ წინააღმდეგ უკვე ითამაშა, რაც დიდებული ამბავია, რადგან ორივე ეს გუნდი პრემიერ ლიგაში დაბრუნების მთავარი კანდიდატები არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0