in ,

ხვიჩა და პსჟ ინგლისში რჩებიან: როდის არის ნახევარფინალები

ჩემპიონთა ლიგის ოთხეული გარკვეულია. ოთხივე დარჩენილი მონაწილე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს, რაც საკმაოდ იშვიათია ხოლმე. ჩვენთვის წლევანდელი ლიგა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ამ კვარტეტში ქართველი ფეხბურთელიცაა. ხვიჩა კვარაცხელიას და მის პსჟ-ს ლონდონის „არსენალი“ ერგო და აცდა ამ ტურნირის სპეციალისტი გუნდი „რეალი“, თუმცა „არსენალი“ სულაც არ მიიჩნევა აუტსაიდერად.

პსჟ კი თავის მხრივ გამოიწვრთნა ინგლისელებთან დაპირისპირებაში. გავიხსენოთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლოს, გადამწყვეტ შეხვედრაში პსჟ-მა აჯობა „სიტის“, მერე პლეი-ოფში შეხვდა და გააგდო ჯერ „ლივერპული“, მერე „ასტონ ვილა“ და ახლა კიდევ ერთი ინგლისური გუნდი. მოკლედ, პარიზული გუნდი, ნებსით თუ უნებლიედ, პრემიერლიგაში გადაბარგდა.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ „არსენალი“ და პსჟ უკვე შეხვდნენ ამ ლიგაზე, ჯგუფურ ეტაპზე და 1 ოქტომბერს ლონდონში „მეთოფეებმა“ მოიგეს 2:0 ჰავერცისა და საკას გოლებით.

ნახევარფინალებამდე დიდი ლოდინი არ მოგვიწევს, უკვე ამ თვეშია პირველი თამაშები.

ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი

29 აპრილი, სამშაბათი
არსენალი – პსჟ 23:00 სთ

30 აპრილი, ოთხშაბათი
ბარსელონა – ინტერი 23:00 სთ

6 მაისი, სამშაბათი
ინტერი – ბარსელონა 23:00 სთ

ოთხშაბათი, 7 მაისი, ოთხშაბათი
პსჟ – არსენალი 23:00 სთ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძეს პენალტი ლაკაზეტმა დაუთმო, ეს კაპიტნის კარგი ჟესტი იყო: რას ამბობს მწვრთნელი მანჩესტერთან მატჩამდე

ვინ არის ფავორიტი და რა ფინალს ელოდებიან: აზრები იყოფა