in

წლის მწვრთნელს ხმის მიცემით ირჩევენ: თუმცა ერთი ძალიან დაწინაურდა

Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელების პრეტენდენტები დასახელდნენ.

სიაში შევიდნენ ანტონიო კონტე („ტოტენჰემი“), ლუის კორტესი („ბარსელონას“ ქალთა გუნდის ყოფილი მწვრთნელი), დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები), უნაი ემერი („ვილიარეალი“), ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანიის ნაკრები), კრისტოფ გალტიე („ნიცა“), პეპ გვარდიოლა („სიტი“), კასპერ იულმანდი (დანიის ნაკრები), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), ლიონელ სკალონი (არგენტინი ნაკრები), დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“), გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრები), ტიტე (ბრაზილიის ნაკრები) და ტომას ტუხელი („ჩელსი“).

ხმის მიცემა ხდება Globe Soccer Awards-ის საიტზე.

რონალდო და სალაჰი წინ გაიჭრნენ: ვინ გახდება წლის ფეხბურთელი

ამ წუთისთვის (26 ნოემბრის 12:00 სთ-სთვის) ძალიან დიდი უპირატესობით ტომას ტუხელი ლიდერობს. მას 66% მოუგროვდა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ გვარდიოლას მხოლოდ 15%. მესამეზე ფლიკია 7%-ით, სხვებს ამაზე ნაკლები ან სულაც 0% აქვთ.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0