in

ძიუდოისტთა განახლებული რეიტინგი: ლაშა ბექაური მესამეა, სხვები დაწინაურდნენ

ისრაელის ქალაქ თელ ავივში გამართული გრანსდლემის დასრულების შემდეგ, რომელზეც საქართველომ 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ძიუდოისტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

60 კგ-ში 11 საფეხურით დაწინაურდა თემურ ნოზაძე და იგი წონის 22-ე ნომერია. ერთი საფეხურით დაქვეითდა ამირან პაპინაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ პროფესიული კარიერა დაასრულა.

66 კგ-ში ცვლილებები არ არის. 5017 ქულით ისევ წონის მეორე ნომერია ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 5 საფეხურით დაწინაურდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მე-12-ეა. ამავე წონაში ნუგზარ (ბაჩო) ტატალაშვილი 75-ე ადგილს იკავებს.

სერიოზული პროგრესი განიცადა 90 კგ-ში თელ ავივის გრანდსლემის ოქროს მედალოსანმა ლაშა ბექაურმა, რომელიც 5242 ქულით რეიტინგში მესამეა.

16 საფეხურით წაიწია რეიტინგში ილია სულამანიძემ (–100 კგ) და რეიტინგის 46-ე ნომერია. ონისე სანებლიძე 14 ადგილით დაწინაურდა და 50-ეა.

მძიმე წონით კატეგორიაში 4 საფეხურით დაწინაურდა გელა ზაალიშვილი და წონის მე-11 ნომერია.

რაც შეეხება გოგონებს. 7 საფეხურით დაწინაურდა ეთერ ლიპარტელიანი (–57 კგ) და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა.

პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე: ლიპარტელიანმა ტოკიო გაინაღდა

ეთერ ლიპარტელიანი: იშრომე მანამ, ვიდრე შენი ხელმოწერა ავტოგრაფად არ გადაიქცევა (ექსკლუზივი)

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0